რა გახდა თუშეთში ჰესის მშენებლობაზე მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი.
ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. უბედური შემთხვევის გამომწვევი რამდენიმე ვერსია ვრცელდება. მათ შორის სიმაღლიდან გადმოვარდნა და თხევადი აირის მცირე ავზის დაზიანების შედეგად მიყენებული ტრავმა. მამაკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე გარდაიცვალა. მომხდარის გამო, ჰესზე მიმდინარე სამუშაოები ამ დრომდე შეჩერებულია.
ფაქტზე მოკვლევა 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.