ტრანსგენდერი ქალები, რომლებიც აცხადებენ, რომ დღეს დილით მათ ჯგუფურად თავს დაესხნენ, ამ დროისათვის პოლიციის განყოფილებაში არიან დაკითხვაზე გადაყვანილები. საქმეს ჩუღურეთის პოლიციის მეოთხე განყოფილება სწავლობს. შემთხვევა მამრაძის ქუჩაზე მოხდა. ტრანსგენდერი ქალები აცხადებენ, რომ მათზე თავდასხმა გენდერული შეუწყნარებლობის ნიშნით მოხდა. რამდენიმე პირი მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და ქვებს ესროდა. გამოძიება მუქარის მუხლით აღიძრა – სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სიცოცხლის მოსპობით ან ჯანმრთელობის დაზიანებით ჯგუფურად მუქარას გულისხმობს.