ჰასკის ჯიშის ძაღლებმა, „ლაქიმ“ და „სანიმ“ მათი ხუთი წლის მეგობარი ბავშვი გიურზასგან გადაარჩინეს. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინფორმაციით, ტაბახმელაში, ერთ-ერთ ეზოში ჰასკიმ საქართველოში გავრცელებული ყველაზე საშიში გველი, გიურზა შენიშნა.
არსებობდა საშიშროება, რომ ქვეწარმავალს ბავშვი დაეკბინა, თუმცა, მისი გადარჩენა ძაღლებმა შეძლეს. გველმა ერთ-ერთ მათგანს, ორი წლის ლაქის უკბინა. ძაღლი ექიმებმა მალევე გადაიყვანეს ვეტერინარულ კლინიკაში, სადაც დახმარება აღმოუჩინეს. ლაქი ამ დროისთვის თავს კარგად გრძნობს.