შემთხვევა შილდაში

პოლიცია ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდიდან გაუჩინარებულ არასრულწლოვან გოგონას ეძებს.

შილდის საჯარო სკოლის მეათე კლასელი გოგონა მასწავლებელს ავადმყოფობის მიზეზით მე-5 გაკვეთილიდან  დაეთხოვა, თუმცა როგორც მოგვიანებით გაირკვა, ის სახლში არ მისულა და სამარშრუტო ტაქსით თბილისში წავიდა. შს სამინისტროს ცნობით, არასრულწლოვანი კამერებმა ბოლოს ისანში დააფიქსირა. კლასის დამრიგებელი ამბობს, რომ გაკვეთილებზე გოგონას ქცევაში განსაკუთრებული არაფერი შეუმჩნევია. სკოლიდან მოსწავლის დათხოვნის შესახებ არასრულწლოვანის მშობლებმა არაფერი იცოდნენ. სკოლის დირექციამ ფაქტთან დაკავშირებით დისციპლინარული მოკვლევა დაიწყო.

შს სამინისტრო გამოძიებას 143-ე მუხლით აწარმოებს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.