ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მეოთხე სართულიდან პაციენტი გადმოხტა და მიღებული ტრავმების შედეგად გარდაიცვალა. კლინიკაში აცხადებენ, რომ პაციენტი 59 წლის მამაკაცი იყო, რომელიც კორონავირუსის დიაგნოზით პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 5 თებერვალს შეიყვანეს და გამოჯანმრთელებული, ხვალ უნდა გაეწერათ.
რამდენიმე წუთის წინ კლინიკაში შემთხვევის შესახებ პირველი კომენტარი ლალი ტურძელაძემ გააკეთა.