„რუსთავის აზოტის“ ერთ-ერთ საწარმოში ხარაჩოს ჩამოშლის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა ორი კი მძიმედ დაშავდა. დაშავებულები ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. მათი მდგომარეობა სტაბილურია. საწარმოში კომენტარს არ აკეთებენ. როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც სამშენებლო სამუშაოების დროს უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.