თბილისში, „ლიბერთი ბანკის“ დიღმის ფილიალზე თავდასხმა მოხდა. თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა. თავდამსხმელი შეიარაღებული იყო. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ, კითხავენ ბანკის თანამშრომლებს, რომლებიც მომხდარის დროს ბანკში იმყოფებოდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები სავარაუდო დამნაშავის დასაკავებლად.