ხობის კულტურის სახლში, რომლის რეაბილიტაციაც მაისში დასრულდა, ჭერის ნაწილი ჩამოინგრა.
შემთხვევა გაზეთ „ხობის მოამბის“ რედაქციის ოთახში მოხდა. სარემონტო სამუშაოებისთვის 850 ათასი ლარი დაიხარჯა. როგორც თანამშრომლები აცხადებენ, ჭერის ჩამონგრევა სამუშაო საათებში მოხდა, თუმცა არავინ დაშავებულა. მერიის ინფორმაციით სამუშაოები შ.პ.ს. „კომპანიონმა“ შეასრულა, რომელსაც ხარვეზების გამოსწორების ვალდებულება აქვს.