გურჯაანში, თავისუფლების ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურზე ხანძარი გაჩნდა. შემთხვევის დროს ადგილზე სადგურის პერსონალი და მომხმარებლები იმყოფებოდნენ. როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ცეცხლის უკვე ლიკვიდირებულია. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია.