შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტში

ქვემო ნიქოზში, სტადიონზე ათი წლის ბავშვს დენმა დაარტყა. საბედნიეროდ მოზარდი გადარჩა. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა, როდესაც სოფლის ახალგაზრდები სტადიონზე თამაშობენ. თვითმხილველები ამბობენ, რომ დენი, სავარაუდოდ სტადიონთან დამონტაჟებული განათების ბოძიდან გადავიდა. მომხდარის შემდეგ გორის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა ელექტროენერგიის მიწოდება გათიშა. ადგილობრივების ამბობენ, რომ სტადიონი სოფელ ქვემო ნიქოზში რამდენიმე დღის წინ გაიხსნა. მშენებელი კომპანიის წარმომადგენელი კი აცხადებს რომ ოფიციალურად სტადიონი ექსპლუატაციაში შესული ჯერ არ იყო.