დაპირისპირება დმანისის მუნიციპალიტეტში.
დაჭრილია ორი პირი. როგორც ოპოზიციური პარტიის მერობის კანდიდატი აცხადებს, ის წინასაარჩევნო შეხვედრას მართავდა სოფელ განთიადში, რა დროსაც „ქართული ოცნების“ წევრები მათ მხარდამჭერებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და ცივი იარაღით დაჭრეს. ჭრილობები მათ ხელის და სახის არეში აქვთ მიყენებული. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.