ორწლიანი შეზღუდვების შემდეგ ქვეყანა პრაქტიკულად ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს უბრუნდება.
დღეიდან პირბადეების ტარება დახურულ სივრცეშიც აღარ არის სავალდებულო. ერთადერთი ადგილი, სადაც მოქალაქეებს ამ რეგულაციის დაცვა კვლავ მოუწევთ, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, აფთიაქები და სამედიცინო დაწესებულებებია. სიახლეა ისიც, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა სტატისტიკა დღიურად აღარ გამოქვეყნდება და მოსახლეობისთვის მონაცემები მხოლოდ კვირაში ერთხელ გასაჯაროვდება. ფაქტია, რომ „კოვიდ-19“-ის შემთხვევები ბოლო ორი თვეა, კვირიდან კვირამდე სულ უფრო მცირდება. ექიმები მოქალაქეებს სხვა ვირუსების გავრცელებაზე აფრთხილებენ.