საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები რეკორდულად გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
ადმინისტრაციის ცნობით, 2023 წლის იანვარი-ივნისის პერიოდის მონაცემებით, საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) 1,804,529,935 დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2019 წლის ანალოგიური მაჩვენებლის 123.9%-ით გაზრდაა.