რატომ გადაიდო საქართველოს საჰაერო სივრცის გახსნა, რით ხსნიან მთავრობაში მორიგ გადავადებას და როგორია მსოფლიო პანდემიის ფონზე ქვეყნის შიდა ტურიზმის პერსპექტივა

პირველ ივლისს საქართველო საზღვრებს აღარ გახსნის. შესაბამისად, საერთაშორისო ტურიზმის აღდგენა ივლისის ბოლომდე გადაიდო, თუმცა ძალაში რჩება ჩარტერული რეისები.

რეგულარული ფრენების განახლების თარიღის შეცვლა ეპიდემიოლოგიურ ვითარებას უკავშირდება. იმ ქვეყნებში, რომლებთანაც საქართველო „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო შეწყვეტილი ავია-მიმოსვლის განახლებას პირველ ეტაპზე გეგმავდა, ეპიდემიოლოგიური სურათი გაუარესებულია. „კოვიდ-19“-ის გავრცელების მაჩვენებლები მზარდია მეზობელ ქვეყნებშიც, რის გამოც მათთან საზღვრების გახსნა თავიდანვე არ იყო გეგმაში. ჯერ გაურკვეველია, რა ალტერნატივას შესთავაზებენ მოქალაქეებს, რომლებსაც სხვადასხვა მიმართულებით ბილეთები უკვე ნაყიდი ჰქონდათ.