ტურისტული სეზონი საქართველოში

იტალიამ საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვარი გახსნა, თუმცა, ძალაში რჩება თვითიზოლაცია და ჯანმრთელობაზე დაკვირვების ზომების მიღება. საქართველოს მოქალაქეების მისაღებად მზად არის ასევე გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, ნიდერლანდები, შვედეთი და ლატვია. რაც შეეხება საქართველოს შიდა ტურიზმს, ეკონომიკის მინისტრის  განცხადებით, საერთაშორისო ტურიზმის დანაკლისი იქნება, თუმცა არის რეგიონები, სადაც აქტიური სეზონი უკვე დაწყო. მისი განმარტებით, ნეგატიურ ზემოქმედებას ქვეყანა ვერ გაექცევა, მაგრამ მთავრობა მაქსიმალურს აკეთებს შედეგების შესარბილებლად.

დატოვე კომენტარი