„შემოდგომის თბილისი“ დაიწყო. საქართველოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ცნობილი მუსიკოსები ესტუმრებიან.
26-წლიანი ისტორიის მქონე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, რომელიც კლასიკური მუსიკის სხვადასხვა ჟანრის კონცერტებს აერთიანებს, წელსაც თავისი პროგრამით მრავალფეროვანი იქნება. ერთ-ერთი მთავარი მოვლენა ისრაელიდან ჩამოსული ტყუპი ძმების, გურფინკელების კონცერტია, რომლებიც თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად დაუკრავენ.