ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეებისთვის მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამას აფართოებს ჯანდაცვის სამინისტრო. უკვე ორშაბათიდან 100 ათასი მოქალაქე დიაბეტის სამკურნალო წამლებს ნახევარ ფასად შეიძენს. ამ ტიპის მედიკამენტებზე საფასურის დაკლება, მინისტრის განმარტებით, სახელმწიფოსა და კერძო ფარმაცევტულ კომპანიებს შორის შეთანხმების შედეგად განხორციელდა.
პროგრამის მორიგი ეტაპი კი სექტემბერში დაიწყება, გაიაფდება წამლები პენსიონერებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. ამ შემთხვევაში თანხა სუბსიდირებისთვის ბიუჯეტიდან გამოიყოფა. წლის ბოლოსთვის კი ხელისუფლება პარკინსონისა და ეპილეფსიის სამკურნალო მედიკამენტების გაიაფებასაც აპირებს.
რას ითვალისწინებს მიმდინარე პროგრამა, ვისთვის იქნება განკუთვნილი და რის ხარჯზე შემცირდება წამლების ფასი, გენო ოსიყმაშვილი მუშაობდა დღეს თემაზე.