კლიმატის ცვლილების კანონის „თეთრი წიგნის“ შესახებ შემაჯამებელი საჯარო კონსულტაცია გაიმართა. ბათუმში გამართულ შეხვედრაზე, იმ ძირითად პრინციპებსა და საერთაშორისო ვალდებულებებზე ისაუბრეს, რომლებიც საქართველოს კლიმატის ცვლილების კანონში უნდა აისახოს. საჯარო კონსულტაციები უკვე გაიმართა გორსა და თბილისში. კონსულტაციებისას მიღებული მოსაზრებები კლიმატის ცვლილების შესახებ საქართველოს კანონში აისახება.