შეხვედრის ადგილი საქართველოს რადიო კაფე - 26 მაისი, 08:00-18:00, რუსთაველის გამზირი

26 მაისს, 08:00 საათიდან 18:00 საათამდე პირველი არხი გიწვევთ რუსთაველის გამზირზე საქართველოს რადიოს სპეციალური, ცოცხალი ეთერით.

მთელი დღის განმავლობაში რადიო კაფეში თქვენ შეხვდებით საქართველოს რადიოს საყვარელი გადაცემების წამყვანებს. საინტერესო თემები, სტუმრები, უცნობი და ნაცნობი ისტორიები თავისუფლების შესახებ და, რაც მთავარია, ცოცხალი მუსიკა.

მოდი რადიო კაფეში, ერთად აღვნიშნოთ 26 მაისი. ეს დღე ჩვენია.

უყურე და უსმინე საქართველოს რადიოს სპეციალურ ეთერს 1tv.ge-ზე.