26 მაისის საზეიმო ღონისძიებები - ჩართვა ქუთაისიდან

კიდევ ერთი ქალაქი, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 106-ე წლისთავს ზეიმობენ, ქუთაისია. მოქალაქეები დღეს დავით აღმაშენებლის სახელობის ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ. დღევანდელი პროგრამა დატვირთულია სპორტული შეჯიბრებებითა და სახალისო თამაშებით. საგამოფენო სივრცე კი სამხედრო ტექნიკას და ადგილობრივ მეწარმეებს დაეთმობათ.

ირმა ჭოლაძე ქუთაისიდან.