პრემიერ-მინისტრმა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში გამართულ სამუშაო ვახშამზე, ევროპელ ლიდერებთან ერთად, პანელური დისკუსიის შედეგები შეაჯამა. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მომდევნო სამი სამიტი ჩატარდება მოლდოვაში, ესპანეთსა და დიდ ბრიტანეთში. ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან ერთად, მონაწილეობდა პოლიტიკური გაერთიანების პირველი პლენარული სესიის გახსნაში. სამიტის ფარგლებში, გაიმართა ოთხი თემატური მრგვალი მაგიდა – მშვიდობისა და უსაფრთხოების, ასევე ენერგეტიკის, კლიმატისა და ეკონომიკის თემებზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესტონეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად, თავმჯდომარეობდა მრგვალ მაგიდას – “მშვიდობა და უსაფრთხოება”.