შეხვედრები პარლამენტში - აშშ-ის ელჩის გზავნილები

უკრაინაზე მოსალოდნელი თავდასხმა და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები იყო მთავარი თემა იმ შეხვედრებზეც, რომლებიც ამერიკის ელჩმა დღეს პარლამენტში გამართა.

ამერიკის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეს და მმართველი პარტიის ხელმძღვანელს შეხვდა.

კელი დეგნანი უკრაინის საზღვართან შექმნილ დაძაბულობას რუსეთის მიერ ხელოვნურად გამოწვეულ კრიზისად აფასებს და ხაზს უსვამს, რომ ოფიციალური ვაშინგტონი რუსეთთან დიალოგის პროცესში საკუთარ მოკავშირეებთან, მათ შორის საქართველოსთან მუდმივად ხაზზეა. დეგნანი შექმნილი მძიმე სიტუაციიდან ერთადერთ გამოსავალს მხოლოდ დიპლომატიურ გზებში ხედავს. აშშ-ის ელჩი იმ კანონპროექტებითაც დაინტერესდა, რომელთა განხილვას მმართველი გუნდი პარლამენტში საგაზაფხულო სესიაზე აპირებს. განსაკუთრებული აქცენტი სასამართლო რეფორმაზე და საკონსტიტუციო ცვლილებებზე კეთდება.