ეროვნულ კინოცენტრში, კინემატოგრაფისტებსა და კინოცენტრის თანამშრომლებს შორის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე კინოცენტრში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესზე და სამოქმედო გეგმებზე ილაპარაკეს. ადგილზევე გავრცელდა კინოცენტრის თანამშრომლების მიმართვა, რომლის მიხედვით ისინი დირექტორის დანიშვნას კონკურსის საფუძველზე მოითხოვენ. კონკურსის გზით დირექტორის დანიშვნამდე კი რეორგანიზაციის პროცესის შეწყვეტას და დირექტორის შესარჩევი კომისიის, კინოსექტორის წარმომადგენლებით დაკომპლექტებას მოითხოვენ. რეორგანიზაციის პროცესი 10 ივნისს, კულტურის სამინისტროს მიერ დანიშნული დირექტორის მოვალეობის დროებითი შემსრულებლის, კობა ხუბუნაიას გადაწყვეტილებით დაიწყო, რეორგანიზაციით კინოცენტრის დირექტორის მოადგილეების ორივე შტატი გაუქმდა.