შეხვედრა მუნიციპალიტეტის მერებთან. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა და იმერეთის რწმუნებულმა, 2019 წელს განხორციელებული პროექტები განიხილეს. შეხვედრაზე ასევე 2020 წლის გეგმებზეც ისაუბრეს, რომლის მიხედვით, იმერეთის რეგიონი ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველი გახდება. აღინიშნა, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, 2020 წლიდან ემატება ახალი ტერმინალი და იგეგმება ფრენების რაოდენობის გაზრდა, რაც რეგიონში ტურისტების ნაკადის ზრდას შეუწყობს ხელს.