თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კურსის მსმენელებს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი იყო თავდაცვის პოლიტიკასა და ამ მიმართულებით პარლამენტის გეგმებზე. როგორც ირაკლი სესიაშვილმა მედიასთან განაცხადა, მსგავსი შეხვედრა ეროვნული თავდაცვის აკადემიის მსმენელბთან თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის ერთგვარი ტრადიციაა.