საქართველოს პრემიერ-მინისტრი სტუდენტებს ხვდება.
ახალგაზრდებთან მამუკა ბახტაძის შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში ტექნოპარკში მიმდინარეობს. შეხვედრის დასაწყისში პრემიერმა ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა და მთავრობის ხვალინდელი სხდომის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ბახტაძის განცხადებით, მინისტრთა კაბინეტმა მისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი უნდა განიხილოს. საქმე ეხება მთავრობის მიერ ინიცირებულ განათლების რეფორმას, რომლის მიხედვითაც 2022 წლიდან ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 6 % სწორედ განათლებაზე დაიხარჯება. მანამდე კი, განათლების სამინისტროს ბიუჯეტი ყოველწლიურად 0,5 %-თ გაიზრდება. ბახტაძის განცხადებით, რეფორმა ადამიანური კაპიტალის კუთხით, საქართველოს, მოწინავე ქვეყნების გვერდით დააყენებს.