„ჯეოქეისის“ გუნდმა პროექტის „ეროვნული თანხმობის დეკლარაციის“ მნიშვნელობა გააცნო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს. ისაუბრეს საზოგადოებაში პოლარიზაციის შემცირების მნიშვნელობაზე, დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისთვის საჭირო საერთო ხედვაზე. პროექტის დეტალების გაცნობა თავდაპირველად სამოქალაქო საზოგადოებასა და აკადემიურ წრეებში მიმდინარეობს. ინიციატივა უკვე წარედგინა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს. აღნიშნული საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.