შეხვედრა შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტთან

მთავრობის მეთაური შვეიცარიის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა. ისაუბრეს ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობაზე. განიხილეს პარტნიორობა პოლიტიკური, ეკონომიკური და საპარლამენტო მიმართულებებით. ყურადღება გამახვილდა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს პროგრამების მნიშვნელობაზე. პრემიერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მთავრობის ერთგულება კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების ყოვლისმომცველი პოლიტიკის მიმართ.