როგორია მდგომარეობა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონსა და მსგავსი ტიპის სხვა დაწესებულებებში, – საკითხზე საპატრიარქოში მსჯელობენ. მეუფე შიოსთან შეხვედრაზე ჯანდაცვის მინისტრი, ევროკავშირის ელჩი, „ვორლდ ვიჟენისა“ და „იუნისეფის“ წარმომადგენლები იმყოფებიან. მთავარი აქცენტი პანსიონატების ფუნქციონირებასა და ბავშვთა ზრუნვის ფორმებზე კეთდება.
დისკუსია დახურულია და განცხადებები მედიასთან შეხვედრის შემდეგ გაკეთდება.
მოამბე