შეხვედრა საპატრიარქოში

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის საკითხზე მორიგი შეხვედრა გაიმართა საპატრიარქოში. მასში ჯანდაცვის მინისტრი, ბავშვთა უფლებების საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ევროკავშირის ელჩი და სასულიერო პირები მონაწილეობდნენ. მხარეების განცხადებით, საკითხზე მსჯელობისას მთავარი პრიორიტეტი არის ბავშვებზე ზრუნვის საკითხები, მათი დაბრუნება ოჯახებში, ამ ოჯახების მხარდაჭერა და გაძლიერება და ზრუნვის ალტერნატიული საშუალებები. მხარეების პოზიცია უცვლელი რჩება. 2022 წლის აპრილამდე ქვეყანაში ბავშვთა ყველა დიდი პანსიონი უნდა დაიხუროს, ბენეფიციარებზე ზრუნვა კი გაგრძელდეს მათი ინტერესების დაცვით.