სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი. მხარეებმა პირველი აგვისტოდან მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე ამოქმედებული ახალი რეგულაციები განიხილეს.
მწარმოებლებს, რომლებიც ამ კატეგორიაში შედიან, ვალდებულება აქვთ 15 ნოემბრამდე ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში დარეგისტრირდნენ.
რეგისტრაცია საქმიანობის შესაბამისი კლასიფიკატორის მიხედვით განისაზღვრება. კომპანიებს რეგისტრაციის ვალდებულება შრომის უსაფრთხოების კანონის ფარგლებში დაეკისრათ.
რეგულაციები სამუშაო ადგილებზე დასაქმებულების შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მაქსიმალურად დაცვას და პროფესიული და პროფესიით განპირობებული დაავადებების დროულ გამოვლენასა და უბედური შემთხვევების თავიდან აცილებას ისახავს მიზნად.
შეხვედრაზე შრომის უსაფრთხოების მართვის საუკეთესო პრაქტიკასა და კადრების სერტიფიცირების თემაზეც ისაუბრეს.