„ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრმა ლუკა შველიძემ ომბუდსმენის აპარატს 17 ივნისს უნივერსიტეტში მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა. მისი განცხადებით, მასზე ფიზიკურად იძალადა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის რამდენიმე აქტივისტმა. შველიძემ სახალხო დამცველის აპარატს მის ხელთ არსებული ფოტო და ვიდეომასალა გადასცა.