პარტია „ქართული ოცნების“ ქედის, შუახევისა და ხულოს საარჩევნო შტაბების წევრებთან შეხვედრა გამართა აჭარის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ.
თორნიკე რიჟვაძემ მათ საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის პარტიის დელეგატი პირადად წარუდგინა. ქედის, შუახევისა და ხულოს საპარლამენტო დელეგატია ანზორ ბოლქვაძე. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ქედის დელეგატი მამუკა თურმანიძეა. შუახევის, მოქმედი მაჟორიტარი – ფრიდონ ფუტკარაძე. ხულოში კი დელეგატად წარდგენილია მუნიციპალიტეტის არჩეული მერი, ვახტანგ ბერიძე.