შეხვედრა პენსიონერებთან

პენსიონერებთან შეხვედრებს განაგრძობენ პარტია „მოქალაქეების“ წევრები.

იურისტების ჯგუფთან ერთად პენსიონერებს კიდევ ერთხელ დეპუტატი ქეთევან თურაზაშვილი შეხვდა. მიზანი საპენსიო სესხებთან დაკავშირებით იურიდიული დახმარების გაწევაა. როგორც თურაზაშვილმა აღნიშნა, შეხვედრის მიზანი პენსიონერებისთვის გაცემული და კოვიდ-პანდემიის დროს, ე.წ. საშეღავათო პერიოდისას, დროში გახანგრძლივებული და თანხობრივად გაზრდილი სესხის ძველ ჩარჩოებში დაბრუნებაზე და განულებაზე, ე.წ. ოვერდრაფტების ცვლილებებზე ინფორმაციის მიწოდება იყო.