ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია იყო პარლამენტში გამართული შეხვედრის მთავარი თემა.
„ევროპული საქართველოს“ წევრები და შალვა შავგულიძე აფხაზთა კრების წარმომადგენლებს შეხვდნენ. მხარეებმა სიის გაფართოების აუცილებლობაზე ისაუბრეს.
აფხაზთა კრების წევრებმა ათასი მოქალაქის მონაცემი წარმოადგინეს, რომლებიც მათი თქმით, ამ სიაში მოხვედრის კანდიდატები არიან.
ოპოზიციის წარმომადგენლები საკითხზე შეხვედრას მთავრობის წარმომადგენლებთან და გენერალურ პროკურორთანაც გეგმავენ.