პარტია „ლელოს“ წევრები პარლამენტში სამოქალაქო საზოგადოებისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებს შეხვდნენ. პარტიის ლიდერების განცხადებით, საქართველოში გააქტიურდა რუსული გავლენები და მტრული სახელმწიფოს პროპაგანდა. შესაბამისად, დღევანდელ შეხვედრაზე განიხილეს საკანონმდებლო ინიციატივების ფორმირების, პროპაგანდისტული საშუალებების იდენტიფიცირებისა და დაცვის მექანიზმების შექმნის საკითხები.
„ლელოს“ ლიდერების თქმით, დღეს რუსულ პროპაგანდას ქვეყანაში ორგანიზაცია „ალტ-ინფო“ ეწევა და მის მოქმედებაზე აუცილებელია სწრაფი რეაგირება.