შეხვედრა „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით

„ნამახვანიჰესის“ პროექტთან დაკავშირებული მედიაციის პროცესში, ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრი უახლოეს პერიოდში ჩაერთვება. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკისა და გარემოს დაცვისა მინისტრების     ცენტრის დირექტორთან  შეხვედრაზე მიიღეს, რომელიც  „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებულ დისკუსიას პირადად შეისწავლის. ონლაინფორმატში გამართულ შეხვედრაზე მინისტრებმა ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენელს, „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებული ვითარება გააცნეს და ხაზი გაუსვეს კონსენსუსის მიღწევის პროცესში აღნიშნული ორგანიზაციის ჩართულობის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მზადაა, საჭიროების შემთხვევაში მოხდეს ყველა დოკუმენტის, კვლევისა და პროცედურის (მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის) შესწავლა ევროკავშირის კანონმდებლობისა და საუკეთესო ევროპული პრაქტიკის შესაბამისად. ასევე, შესაძლებელი იქნება მრავალმხრივი დისკუსიების ორგანიზება, რათა გამოვლინდეს და განხილულ იქნას ყველა ლეგიტიმური კითხვა. ონლაინშეხვედრას წინ უძღოდა ერთობლივი წერილი, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, ნათია თურნავამ და ლევან დავითაშვილმა ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის ხელმძღვანელს, დირკ ბუშლეს გაუგზავნეს და „ნამახვანიჰესის“ პროექტის პროცესში ჩართვა და მხარეებთან მედიაცია სთხოვეს.

მოამბე