„ლაზიკა – ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა“ – ამ სახელწოდებით საჯარო შეხვედრა გაიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში. იმსჯელეს პარტიის მიერ მომზადებული ანალიტიკური კვლევის „ანაკლიის პორტში ჩინური ინვესტიციის ფინანსურ-ეკონომიკური და პოლიტიკურ საფრთხეებზე. ღონისძიებას პოლიტიკოსები, ექსპერტები, სამოქალაქო საზოგადოების, ბიზნესისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ანაკლიაში არარეალისტურია.