უწყებათაშორისმა კომისიამ საპენსიო სესხების საკითხზე მსჯელობა დაასრულა. შემუშავდა საკონკურსო პირობები, რომლის მიხედვით საპენსიო სესხის პროცენტი არ იქნება 26%-ზე მეტი. განხილვაში მმართველი გუნდის, ოპოზიციის, ეროვნული ბანკისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას. მათი თქმით, აქვთ მოლოდინი, რომ კონკურენციის გაზრდის პირობებში, პროცენტი კიდევ უფრო შემცირდება. ირაკლი ზარქუას განცხადებით, სახელმწიფო პენსიის გამცემ გამარჯვებულ ბანკს ყოველწლიურად გადაუხდის 15 მილიონ ლარს. კომისიის სხვა წევრების თქმით, ეს არის ე.წ. პენსიის დარიგების ფული და ეს იქნება ერთგვარი სუბსიდირება სახელმწიფოს მხრიდან, რომ საპროცენტო განაკვეთი შემცირდეს. ახალი პირობებით კონკურსში მონაწილეობის სურვილი ამ ეტაპზე ორმა კომერციულმა ბანკმა, „ლიბერთიმ“ და „საქართველომ“ გამოთქვა.