ქალაქ ზუგდიდში აფხაზეთიდან დევნილ, სხვადსხვა სფეროში მოღვაწე პირებს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე შეხვდა. ადგილზე იმყოფებოდა „ქართული ოცნების“ ადგილობრივი დელეგატიც. ყურადღება გამახვილდა მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაციის აუცილებლობაზე. ისაუბრეს დევნილი საზოგადოებისთვის სხვადსხვა პროგრამასა და სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მნიშვნელობაზე.