შეხვედრა მოსახლეობასთან

„ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლებმა რუსთავში მოქალაქეებთან წინასაარჩევნო შეხვედრა გამართეს. ლანა გალდავა და ლევან ცუცქირიძე ე.წ. სტამბოლის ბაზარში იმყოფებოდნენ. მოვაჭრეებს მათ საკუთარი საარჩევნო პროგრამის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და ბროშურებიც გადასცეს. ოპოზიციის წარმომადგენლები მოქალაქეებს არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდებენ.