ლევან ცუცქირიძე გარდაიცვალა

95 წლის ასაკში გარდაიცვალა ფერმწერი, გრაფიკოსი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი ლევან ცუცქირიძე. მისი პერსონალური გამოფენები სხვადასხვა დროს მოეწყო მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში. ნამუშევრები დაცულია ხელოვნების მუზეუმში და არაერთ კერძო კოლექციაში, იყო მრავალი წიგნის ილუსტრატორი.

1980-იანი წლების ბოლოს მოხატა თბილისის სიონის საკათედრო ტაძარი. ლევან ცუცქირიძე ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას, იყო სამხატვრო აკადემიის პროფესორი. 2016 წელს, 90 წლის იუბილეზე, ლევან ცუცქირიძეს, ქართული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ხელოვნების ქურუმის წოდება მიენიჭა.

 

დატოვე კომენტარი