„ქართული ოცნების“ დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი სამგორში მოსახლეობას შეხვდა. ისაუბრეს სამომავლო გეგმებსა და ადგილობრივების საჭიროებაზე. განიხილეს „ქართული ოცნების“ მმართველობა და სხვადასხვა კუთხით მიღწეული შედეგები. აქცენტი გაკეთდა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლაზე, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებასა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე.