„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი აჭარაში იმყოფებოდა, სადაც შუახევის მოსახლეობას შეხვდა.
დავით ბაქრაძის განცხადებით, ადგილობრივებს უმუშევრობა და მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა აწუხებთ. მისივე თქმით, აჭარის მოსახლეობის დიდი ნაწილი ოჯახებს თურქეთში მუშაობით და იქიდან გამოგზავნილი თანხით არჩენს. კიდევ ერთი პრობლემა მაღალმთიანი აჭარის ტრადიციული კულტურის, თამბაქოს მოყვანის საკითხია.