შეხვედრა მიხეილ გიორგაძესთან

ქართველი მწერლები, მთარგმნელები და გამომცემლები კულტურის მინისტრს  დახურულ ფორმატში ხვდებიან. მათი განცხადებით 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგენა საფრთხის ქვეშ დადგა, მას შემდეგ, რაც ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორმა და ამ პროექტის ხელმძღვანელმა მედეა მეტრეველმა, გათავისუფლების მოთხოვნით მინისტრის სახელზე განცხადება დაწერა. ამ განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მედეა მეტრეველთან ერთად პროექტს ტოვებს ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მთელი გუნდი. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობამდე მხოლოდ 10 თვეა რჩება. მიხეილ გიორგაძესთან გამართული შეხვედრის მიზანი იმ რისკებისა და საფრთხეების ჩვენებაა, რომელიც ამ ცვლილებებს შეიძლება მოჰყვეს.