კულა გლდანელის საჭიდაო დარბაზში იმყოფებოდა გენო პეტრიაშვილი. „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრი დარბაზის აღსაზრდელებს შეხვდა. მისი თქმით, მომავალ მოჭიდავეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა. ღონისძიებას „ქართული ოცნების“ წევრები, ლადო ბოჟაძე და კოტე ზარნაძეც ესწრებოდნენ.