შეხვედრა კიბერუსაფრთხოების საკითხებზე

კიბერუსაფრთხოების ეროვნულ პლატფორმაზე ინოვაციური მიდგომები და ახალი სტანდარტები განიხილეს.

მონაწილეები გაეცნენ კიბერუსაფრთხოების სფეროში საჯარო-კერძო თანამშრომლობის წესდებას და ეთიკის კოდექსს. აირჩიეს ორი თანათავმჯდომარე. შეიქმნება რამდენიმე სამუშაო ჯგუფი, სადაც მონაწილეები განიხილავენ და შეჯერდებიან პრობლემური საკითხებიდან საერთო და საუკეთესო გამოსავალზე. კონფერენცია ციფრული მმართველობის სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ კიბერუსაფრთხოების სფეროში ეროვნულ დონეზე სხვადასხვა მანდატის მქონე ორგანიზაციები და კრიტიკული ინფორმაციული სუბიექტები.