ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე რეგიონებში არსებული კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრას 60-ზე მეტი კლინიკის წარმომადგენელი ესწრებოდა. პაციენტზე ორიენტირებული ჯანდაცვა და ხარისხიანი სამედიცინო სერვისები იყო შეხვედრის მთავარი თემები.
ეკატერინე ტიკარაძემ სამედიცინო სექტორის ხედვები მოისმინა, როგორც პირველადი ჯანდაცვის, ასევე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის განვითარების მიმართულებით. მხარეებმა იმსჯელეს სელექტიური კონტრაქტორების პირობებსა და გამოწვევებზე.