ჯანდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის მიუხედავად, არ არის გამორიცხული საქართველოში სოციალური მუშაკები გაიფიცონ. ისინი შრომის პირობების გაუმჯობესებას, ხელშეკრულების ვადის გახანგრძლივებას და ხელფასის გაზრდას მოითხოვენ. ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ რომ დღევანდელ შეხვედრაზე შედგა შეთანხმება. სოციალური აგენტების წარმომადგენლის განცხადებით კი, შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის. დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობის უფლება არ მისცეს პროფკავშირების წარმომადგენელს.