შეხვედრა ფერმერებთან

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი მთავრობის წევრებთან ერთად, შიდა ქართლში იმყოფებოდა. ლევან დავითაშვილი ფერმერებს და მეწარმეებს შეხვდა და სამომავლო გეგმები გააცნო. შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა. ფერმერებმა განსაკუთრებული ინტერესი სოფლის განვითარების სააგენტოს პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და სამაცივრე მეურნეობების თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამების მიმართ გამოხატეს.

მოამბე